26 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ ჩუღურეთში პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჩუღურეთში, სვანეთის უბნის მცხოვრებლებს შეხვდა და პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ელენე ხოშტარიას თქმით, თბილისის მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე 200 მილიონამდე ლარს ხარჯავს.

მერობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ თანხების ოპტიმალურად გამოყენებაა შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, სოციალური დახმარების ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქალაქი განვითარდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში შეიქმნას სამუშაო ადგილები, მოწესრიგდეს ავარიული სახლების პრობლემა, მოწესრიგდეს მოძრაობა ქალაქში,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები