26 აპრილი 2024,   18:42
ვრცლად
"უნამუსობაა, უსამართლობა და უკანონობაა, როცა ეს ბიჭი ციხეში ზის,“ - გიორგი ვაშაძე ირაკლი ჩხვირკიას შესახებ

პარტია „ახალი საქართველოს“ წევრები საგანგებო მიმართვას ამზადებენ. გიორგი ვაშაძის თანაგუნდელები, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ ერთიანი დოკუმენტით, ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლება მოითხოვონ.

ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჩხვირკია უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და ის დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ჩვენ ვამზადებთ შუამდგომლობას და ვუგზავნით ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს, ხელისუფლებას, რომ ეს ახალგაზრდა პატრიოტი ადამიანი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ციხიდან. უნამუსობაა, უსამართლობა და  უკანონობაა, როცა ეს ბიჭი ციხეში ზის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები