06 მაისი 2024,   15:06
ვრცლად
გავლენიანი ნარკორეალიზატორები ფონიჭალაში და არასრულწლოვნების ბიზნესში ჩათრევის სქემა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით, რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებები, უმეტესწილად, სოფელ ფონიჭალაში განხორციელდა.

4 სპეცოპერაციის შედეგად, ფონიჭალაში 10-მდე ახალგაზრდა დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ნარკოტიკების მოხმარების და რეალიზაციის მხრივ სიტუაცია უკვე საგანგაშოა.

ფონიჭალის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც საკუთარი სახელის გამხელა არ ისურვა, აცხადებს, რომ დაკავებულთა უმეტესობა რიგითი გამყიდველია, ხოლო მსხვილი რეალიზატორები კვლავ თავისუფლები არიან. მოსახლეობა სახელმწიფოს შერჩევით სამართალში ადანაშაულებს.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გავლენიანი ნარკორეალიზატორების სახელები ყველამ იცის, თუმცა, საჯაროდ შიშის გამო ვერ საუბრობენ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებს საკუთარი სქემაც აქვთ შემუშავებული, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანებს ჯერ ნარკოდამოკიდებულებს ხდიან და შემდეგ, საჭირო ინექციის მოსაპოვებლად, ნარკოტიკის გაყიდვას აიძულებენ.

ფონიჭალაში სპეცოპერაციების სერია, სავარაუდოდ, გაგრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები