26 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
ბათუმში გაზგასამართი სადგური აფეთქდა - დაშავებულია სამი ადამიანი [ვიდეო]

ხანძარი აჭარაში. ცეცხლი ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია, აფეთქდა ცისტერნებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი გადაყვანილი არიან კლინიკებში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლოს მდებარე სამი სახლი. 

ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 60 მეხანძრეა მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრეები უკვე მის ჩაქრობას ცდილობენ.

 

დღის ამბები