03 მაისი 2024,   18:54
ვრცლად
6 დღის წინ გაუჩინარებული ლევან მამაგეიშვილი ურეკში იპოვნეს

კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და 6 დღის წინ გაუჩინარებული ლევან მამაგეიშვილი ურეკში იპოვნეს. 

ცოტა ხნის წინ ქუთაისიდან თბილისში მამაგეიშვილის ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ და მათ გამოძიების შეკითხვებს უნდა უპასუხონ. 

მამაგეიშვილი, რომელსაც თან 23 ათასი დოლარი ჰქონდა, 6 დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლევან მამაგეიშვილის შესახებ სამართალდამცველებისგან დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. მათ ასევე არ აქვთ ინფორმაცია თანხის შესახებ, რომელიც ახალგაზრდას თან ჰქონდა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გუშინ მათ თბილისის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და კამერების ამოღების შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ 22 წლის ლევან მამაგეიშვილი ურეკშია ნაპოვნი და ის თავს კარგად გრძნობს. საგამოძიებო უწყებაში სხვა დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

 

დღის ამბები