03 მაისი 2024,   16:47
ვრცლად
"თბილისელებო, გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტრანსფორმატორზე!“ - შალვა ნათელაშვილი

თბილისელებო, გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტრანსფორმატორზე!“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სემეკში თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის გაპროტესტებისას.

მისი თქმით, ყოფილ პრემიერ ივანიშვილსა და კახი კალაძეს ამჟამად ყველაფერი აქვთ მითვისებული.

„ჰესებიც მათია, გადამცემი ხაზებიც მათია, გენერაციაც მათია და საბოლოო ჯამში, თუ ასე გააგრძელეს და ასე გააგრძელებენ ალბათ და ასე დაამთავრებენ, მათი იქნება საბრალდებო სკამი! მე მოვუწოდებ თბილისელებს, რატომ იყურებით ტელევიზორებში? რატომ სხედხართ სახლში? გამოდით და გააკარით ივანიშვილი ტარნსფორმატორზე!“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სემეკის წარმომადგენლებს სხდომის გაგრძელების საშუალებას უკვე 3 საათია არ აძლევენ, ვითარების დაძაბვის გამო, საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები