03 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
GEM FEST-ის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება - ფინანსთა სამინისტრო

GEM FEST-ის საქმეს ფინანსთა სამინისტრო ქონებრივი დაზიანების მუხლით იძიებს.

უწყების საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფესტივალის ორგანიზატორების და ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა.

გუშინ მოწმის სტატუსით შპს არტ პლატფორმას დირექტორი, გიორგი სიგუა, გამოიკითხა. ამოღებულია ფესტივალის დოკუმენტაცია და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და იგეგმება კანონით გათვალისწინებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაც.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები