26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
ლოს ანჯელესის სასამართლომ რეჟისორ რომან პოლანსკის წინააღმდეგ საქმის დახურვაზე უარი თქვა

ლოს ანჯელესის სასამართლომ რეჟისორ რომან პოლანსკის წინააღმდეგ საქმის დახურვაზე უარი თქვა.

მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოს 54 წლის ქალმა მიმართა, რომლიც გაუპატიურებაშიც პოლანსკის ადანაშაულებენ, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.

მისი განცხადებით, რეჟისორმა საკუთარი საქციელისთვის პასუხი უნდა აგოს და ეს მსხვერპლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს.

პოლონელ რეჟისორს 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალი 1977 წელს დასდეს. სასამართლოს მოლოდონში რომან პოლანსკიმ 42 დღე ციხეშიც გაატარა და დანაშაულიც აღიარა. თუმცა შემდეგ, სასჯელის ვადის გაზრდის შიშით, საფრანგეთში გაიქცა. 

დღის ამბები