03 მაისი 2024,   01:56
ვრცლად
„ადვოკატთა შესახებ“ კანონი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ადვოკატთა ასოციაციის შეხვედრა ქობულეთში

ქობულეთში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და "ადვოკატთა ასოციაციის" შეხვედრა მიმდინარეობს. საუბარია „ადვოკატთა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე, მათ შორის ადვოკატის მიერ კლიენტის გარეშე ინფორმაციის გაცემის აკრძალვაზე, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შემოღებაზე და მათ მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებაზეც.

შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

„ეს იქნება ძალიან კარგი ცვლილებები, რომლითაც გვინდა ჩვენ მხარი დავუჭირო ადვოკატთა პროფესიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამ ცვლილებებით ჩვენ ვცდილობთ, რომ კანონში შევიტანოთ დამატებით ახალი მუხლები, რომელის ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით არის მოწოდებული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები