02 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
უნიკალური ბუნებრივი მოვლენა - მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მზის დაბნელებაზე დასაკვირვებლად ემზადებიან

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მზის დაბნელებაზე დასაკვირვებლად ემზადებიან. უნიკალური ბუნებრივი მოვლენა, როდესაც მზე სრულად მოექცევა მთვარის ჩრდილში, 21 აგვისტოსაა მოსალოდნელი. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამერიკელი მეცნიერები, რადგან სწორედ შეერთებული შტატების ტერიტორიიდან იქნება შესაძლებელი მზის სრული დაბნელების დანახვა.

ამერიკელი სპეციალისტების განცხადებით, მოვლენაზე დაკვირვება 48 შტატიდან იქნება შესაძლებელი, ევროპის ქვეყნებიდან კი მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება.

დღის ამბები