02 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
ბარსელონაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს პატივს მიაგებენ. მემორიალური ცერემონია "საგრადა დე ფამილიას" ტაძარში მიმდინარეობს, სადაც გარდაცვლილთა ნათესავები, ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცერემონია გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე იმართება. ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ 22 წლის მაროკოელ ეჭვმიტანილს, რომელიც ტერაქტის მთავარ შემსრულებლად და იმ ფურგონის მძღოლად მიიჩნევა, რომელმაც ბარსელონას ცენტრში ხალხს გადაუარა.

გამოძიების ვერსიით, ტერაქტის მომზადებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული ქალაქ რიპოლის მეჩეთის იმამი. სასულიერო პირი, სავარაუდოდ ალკანარში იმ სახლის აფეთქებისას დაიღუპა, სადაც ტერორისტები ასაფეთქებელ მოწყობილობებს ამზადებდნენ.

გამოძიების ვერსიით, ბომბებს ტერორისტები ბარსელონაში მასშტაბური ტერაქტების მოსაწყობად ქმნიდნენ. მათი მთავარი სამიზნე კი "საგრადა დე ფამილიას" ტაძარი უნდა გამხდარიყო.

დღის ამბები