26 აპრილი 2024,   21:03
ვრცლად
ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიანობას - არასაპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელის

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ ერთიანობას ინარჩუნებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ერთსულოვნება "ქართულ ოცნებასთან"  შეხვედრის შემდეგ არ შეცვლილა.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წინადადების გაცნობის შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაცია ისევ შედგება.

„ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა წინადადებებით წარდგებიან რისთვის არიან მზად რომ დათმონ. მოვისმენთ მათ პოზიციებს ალბათ, შემდგომ შეხვედრაზე და ამის შემდგომ, შიგნით ოპოზიციაშიც გაიმართება გარკვეული კონსულტაციები,“ - აცხადებს პაატა დავითაია.

ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქაარდავა აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის „სიურპრიზი“ აღმოჩნდა ოპოზიციის ერთიანობა.

„ერთიანობის საფუძველი არის ის პრინციპული საკითხი, როგორიც არის საარჩევნო სისტემა და პროპორციულზე გადასვლა. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა, ახლა მათ უნდა თქვან პასუხი, რამდენად მზად არიან, კონსტიტუცია იყოს ქართველი ხალხის,“ - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა. 

დღის ამბები