06 მაისი 2024,   15:07
ვრცლად
ძლიერი კვამლი ბაკურიანში - ადგილობრივების განცხადებით, გათიშულია ელექტროენერგიის მიწოდებაც

კვლავ ძლიერი კვამლი და ფერფლია ბაკურიანში, სადაც დიდველის საბაგირო გზა გათიშულია. რამდენიმე საათის წინ იქ მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დიდველის საბაგირო მთლიანად გაჩერებულია. განხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია და ისინი ჩაყვანილი არიან დაბა ბაკურიანში.

დამსვენებლების ერთი ნაწილი ბაკურიანს უკვე ტოვებს, თუმცა მოსახლეობაში პანიკა არ არის. შესაბამისად, დამსვენებლების მეორე ნაწილი ჯერჯერობით დაბაში რჩება

ამ წუთებში დაბაში ვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, შემცირდა კვამლი და ხილვადობა უფრო გამჭვირვალე გახდა. თუმცა, დიდველის მთაზე ისევ მძიმე რჩება. იქ ისევ ძლიერი ფერფლი და ინტენსიური დაკვამლიანებაა.

ადგილობრივების განცხადებით, ბაკურიაში გაითიშა ელექტოენერგიის მიწოდებაც.

 

დღის ამბები