04 მაისი 2024,   02:13
ვრცლად
ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს - ირაკლი კობახიძე

„ყველა რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ ხანძარი ჩაქრეს. არის რთული ვითარება იქიდან გამომდინარე, რომ არის ქარი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ გაკეთა.

ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში იმყოფება. მან მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ხანძარი საკმაოდ დიდ არეალზეა გავრცელებული, თუმცა რესურსი მობილიზებულია. მადლობა უნდა გადავუხადოთ მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება, მალე ცეცხლის ლიკვიდაცია მოხერხდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები