26 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
ბორჯომის ხეობაში ნაპოვნი ბოთლის ნამსხვრევები - დავით ქაცარავა ბორჯომის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამართალდამცველები ამ წუთებში, ბორჯომის ტყეში აღმოჩენილ კიდევ ერთ, შესაძლო ნივთმტკიცებას ამოწმებენ. ასევე ბორჯომის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა. შეგახსენებთ, რომ ქაცარავამ, რომელიც სტიქიური უბედურების ზონაში, უკვე რამდენიმე დღეა, მოხალისედ იმყოფება, დღეს ბოთლის ნამსხვრევები იპოვა, რომელსაც საწვავის სუნი აქვს.

“საქეიფო ადგილი ნამდვილად არ არის, ვინც მეტყვის რომ საქეიფო ადგილია მას მე თვითონ დავპატიჟებ აქ საქეიფოდ. ამ ბოთლის ნატეხებს უცნაური სპეციფიური სუნი ჰქონდა, ანუ ამ ნატეხებს არ ჰქონდათ ღვინის სუნი არც რაიმე სხვა. სანამ ექსპერტიზა არ იტყვის ამაზე თავის საბოლოო პასუხს რაიმეზე საუბარი რთულია, თუმცა ჩემი პირადი სუბიექტური აზრი, დიახ ადგილი აქვს დივერსიას, მაშტაბურ დივერსიას,“ - განაცხადა ქაცარავამ.

ამ დროისთვის სამართალდამცველები ამოწმებენ ბორჯომისა და ლიკანის სასტუმროებში მყოფი ტურისტების სიას და მათ პირად მონაცემებს. ძალოვანი უწყებები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ტყეში, გუშინ დილით ბენზინის ავზი იპოვნეს.  

 

დღის ამბები