03 მაისი 2024,   01:30
ვრცლად
"აღნიშნული ფაქტით თავად არის შეძრული" - ყარაჯალაში მომხდარ ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი საუბრობს

ყარაჯალაში, სასტიკ დანაშაულში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ 42 წლის მამაკაცის ცემისა და გაუპატიურების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს.

ერთ-ერთ ბრალდებულის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ის სექსუალური ძალადობის სცენაში მონაწილეობას არ იღებდა.

“უგაროვი არ აღიარებს დანაშაულს, ჩვენ ამ ეტაპზე გამოვიყენეთ დუმილის უფლება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტით თვითონ თავად არის შეძრული, ბრალდებული, ვინაიდან მას არ სურდა ასეთი ფორმით დაესრულებინა. მისი წამება არ მსურდა, მე მინდოდა გამერკვია რა ურთიერთობა ჰქონდა ჩემს მეუღლესთან. შეხვედრის გარემოებებს არ უარყოფს ის, მაგრამ მას ამის განძრახავა არ ჰქონია საერთოდ და ვერც შეძლებდა“ - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში საღამოს 06:00 საათზე დაიწყება.

 

 

დღის ამბები