02 მაისი 2024,   19:47
ვრცლად
გარკვეული კითხვები ჩნდება - სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარებაზე

„გარკვეული კითხვები ჩნდება,“ - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას. საქმე ეხება 2015 წელს დაწყებულ გამოძიებას, რომელიც უკრაინულ ვიკილიქსზე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაიწყო.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან 2 წელი გავიდა, ჩნდება კითხვა, თუ რატომ დაიბარეს დღეს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი სუს-ში.

„მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია გასული, რატომ მაინც და მაინც დღეს გახდა აუცილებლობა მისი დაბარების ისევე, როგორც სხვა არაერთ საქმესთან დაკავშირებით ვხედავთ, რომ მიდგომა არათანმიმდევრულია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან და ალბათ, აქ გარკვეული კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მუხლით არის აღძრული.

ამავე თემაზე
დღის ამბები