02 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
ხანძარია ვაზიანში, სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხანძარია ამ წუთებში ვაზიანში. სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს უკიდია. ტერიტორიაზე ხანძარი, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩნდა. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იღებს. ცეცხლის ჩაქრობაში ვაზიანის სამხედრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც იყვენენ ჩართულები.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, დარჩენილია ცეცხლის ცალკეული კერები, რომელსაც მეხანძრეები  ამ წუთებშიც აქრობენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის, თქმით, დამწვარი ტერიტორიის ფართობი და ხანძრის გამომწვევ მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. 

დღის ამბები