02 მაისი 2024,   23:03
ვრცლად
ჯარისკაცები და სამაშველო სამსახურები ბორჯომის ხეობაში ცეცხლის კერებს მთელი დღის განმავლობაში აქრობდნენ

სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია. მეხანძრეები, მეტყევეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ცეცხლს მთელი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

ამ დროისთვის მცირე კერები ლოკალიზებულია, თუმცა, მეხანძრეებს ახალ კერებთან ბრძოლა მიუვალ ადგილებშიც უწევთ.

დღის განმავლობაში ხანძარს მეხანძრე-მაშველებსა და სამხედროებთან ერთად შვეულმფრენებიც მონაწილეობდნენ ხანძრის ქრობის სამუშაოებში.

მეხანძრეების თქმით, არდაგანის სასაფლაოებისკენ გაჩენილი ხანძრის დროული ლოკალიზება კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. მათი თქმით, მთავარია ქარი არ ამოვარდეს.

სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ნაკვერჩხლის აალების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარეობს სამხედროებთან ერთად კერების დამუშავება. 

დღის ამბები