03 მაისი 2024,   01:41
ვრცლად
მზად ვარ, ნებისმიერი რამ მოვისმინო, მათ შორის, ბრალის დადგენილებაც - ნიკა გვარამია ხვალ სუს-ში გამოცხადდება

ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

ამის შესახებ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა. ის არ გამორიცხავს, რომ სუს-ში ბრალის დადგენილება მოისმინოს. 

„ჩემთვის ინფორმაცია ბოლომდე ცნობილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი კორექტულად, სავსებით ნორმალურად მესაუბრა. არ უთქვამს, რეალურად რისთვის მიბარებენ იქ. მიუხედავად ამისა, იქ ვიქნები, იქნება ჩემი ადვოკატიც. მოვისმენ, არ გამოვრიცხავ, რომ ერთ რამეს მეუბნებოდნენ და მეორე მოხდეს. ასე არაერთგზის მომხდარა. მზად ვარ, ნებისმიერი რამ მოვისმინო, მათ შორის, ბრალის დადგენილებაც, თუ ასეთს საჭიროდ ჩათვლიან," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სუს-მა ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას იმ სისხლის სამართლის საქმის მასალები უნდა გააცნოს, რომელიც 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით, სავარაუდოდ, გვარამია-ბოკერია-სააკაშვილი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნების შემდეგ აღიძრა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები