03 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის კონსტიტუციის თემაზე მოლაპარაკებები ჩაშლილია

ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის კონსტიტუციის თემაზე მოლაპარაკებები ჩაშლილია.

დღეს მმართველმა გუნდმა 20 პოლიტიკურ პარტიას წერილი გაუგზავნა და უთხრა, რომ მათთან დიალოგს აღარ აპირებს.

მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის გაგზავნილი წერილი დაასახელა, სადაც პარტიების მოთხოვნები იყო გაწერილი. მოთხოვნები უმრავლესობამ ულტიმალტუმად ჩათვალა და გამოაცხადა, რომ ლაპარაკის გაგრძელებას აღარ აპირებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბრძოლაში დამარცხდა და ექნებათ ერთპარტიული დოკუმენტი, რომელიც ხელისუფლებაში საკუთარი არსებობის გახანგრძლივებისკენ არის მიმართული. მათივე განცხადებით ამ პროცესებით ქვეყნის ინტერესები დააზიანეს.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ერთპარტიული დოკუმენტი მიიღო და ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდიდან გაპარვას ნიშნავს. არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, კონსტიტუციურ რეფორმასთან ხელისუფლების მიზნებს საერთო არა აქვს.

დღის ამბები