03 მაისი 2024,   00:09
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ზალიკო უდუმაშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს

ალეკო ელისაშვილი ზალიკო უდუმაშვილის შეთავაზებაზე უარს ამბობს.

ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა მას ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება შესთავაზა. ელისაშვილს მხარდამჭერების იმედი აქვს და 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას თავად გეგმავს. მას სავალდებულო პროცედურის გასავლელად და კანდიდატად მისი წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის დასარეგისტრირებლად ვადა პირველ სექტემბრამდე აქვს.

ცესკოს ორივე კანდიდატი ხელისუფლების პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებს.

“ზალიკო შეთავაზებაზე დიდი მადლობა, მაგრამ უარს ვამბობ და მე ხალხთან ერთად დავადასტურებ, რომ ნებისმიერი საარჩევნო მაიმუნობა, რაც ამ ხელისუფლებამ იმ ხელისუფლებისგან ისწავლა, წყალში ჩაიყრება, როცა რეალურ ძალას გადააწყდებიან,“ -განაცხადა ელისაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიცურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალოს. 

“ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს, ოპოზიცურ კანდიდატს ხელი შეუშალოს და პრობლემები შეუქმნას, რომ მიიღოს მან მონაწილეობა არჩევნებში. სწორედ ამიტომ შევთავაზე მე მას გუშინ დახმარება და ახლა უკვე ალეკო ელისაშვილის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ის ამ დახმარებას,“ - აღნიშნა უდუმაშვილმა.

დღის ამბები