26 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
ახალციხეში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში შესაძლოა, ავიაციის ჩართვა გახდეს საჭირო

ახალციხის რაიონში, სოფელების - სვირის და კორხეს, მიმდებარედ ტყეში ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ცეცხლი საავტომობილო გზიდან, დაახლოებით, 6-8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და მეხანძრე-მაშველების ტექნიკის ხანძრის კერებთან მიახლოება გართულებულია.

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად ავიაციის გამოყენებაც გახდეს საჭირო.

ადგილზე უკვე მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები