02 მაისი 2024,   22:36
ვრცლად
შესაძლებელია, ეს პროცესი პროფკავშირებში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდებოდეს - ეკა ბესელია ირაკლი პეტრიაშვილზე საუბრობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს ურჩია, რკინიგზის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს მოლაპარაკება აცადოს. დეპუტატის შეფასებით, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერესია პროფკავშირების მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ისევ დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა.

ეკა ბესელიას შეფასებით, წინა ხელისუფლების დროს პროფკავშირების არჩევნებში ხელისუფლება ერეოდა. 

„მისი ინტერესი არის მოახლოებული არჩევნების წინ საკუთარი თავის ისევ შეთავაზება. როგორც ვიცი, ის საკმაოდ დიდი ხანია, დაახლოებით, 12 წელია პროფკავშირებს ხელმძღვანელობს და სამწუხაროდ, წინა პერიოდში მუდმივად ხდებოდა ამ არჩევნებში წინა ხელისუფლების ჩარევა. შესაძლებელია და საკმაოდ დასაბუთებული ვარაუდი არის, რომ ეს პროცესი უკავშირდებოდეს დაგეგმილ და მოახლოებულ არჩევნებს პროფკავშირებში. ამიტომ ეს ეჭვები საფუძვლიანია,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები