02 მაისი 2024,   20:09
ვრცლად
აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე

აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე - აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე მოხდა. აფეთქების გამო საცხოვრებლის ერთი კედელი ჩამოინგრა. ადგილზე დიდი ოდენობით კვამლია.

შემთხვევის ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია არის მობილიზებული.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზზე მომუშავე წყლის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, 1 ადამიანი, რომელიც აფეთქებისას სახლში იმყოფებოდა, სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.  

ადგილზე "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფება.

დღის ამბები