02 მაისი 2024,   23:49
ვრცლად
"ტომატინა" - პომიდვრებით ომი ესპანეთში

პომიდვრებით ომი ესპანეთში. ყოველწლიურ სახალისო ფესტივალს, ტრადიციულად, პატარა ქალაქ ბუნიოლმა უმასპინძლა. ქალაქის ვიწრო ქუჩებში 20 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა და ერთმანეთს მწიფე პომიდვრები დაუშინა.

ფესტივალის დროს 160 ტონა პომიდორი გამოიყენეს. მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველები ესპანეთში მთელი მსოფლიოდან ჩავიდნენ.

"ტომატინა" ყოველ წელს აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს იმართება. კატალონიაში მომხდარი თავდასხმების სერიის შემდეგ ფესტივალთან დაკავშირებით ბუნიოლში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. 

დღის ამბები