02 მაისი 2024,   22:43
ვრცლად
დაკარგულმა პოლონელმა ტურისტმა თავის გადასარჩენად მონტენეგროს მთებში ტყე გადაწვა

მონტენეგროს მთებში დაკარგულმა პოლონელმა ტურისტმა მაშველების ყურადღების მისაქცევად ტყეში ძლიერი ხანძარი გააჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და სამართლდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მონტენეგროს პოლიციის ინფორმაციით,  პოლონელი ტურისტი მონტენეგროს მთებში დაიკარგა და მაშველების ყურადღება რომ მიექცია, ტყეში ხანძარი გააჩინა. ძლიერი ქარის გამო კი ცეცხლი  სწრაფად გავრცელდა და სამი ლოკაცია მოიცვა.      

"სიტუაცია ექსტრემალურად სერიოზულია," - ამბობენ ოპერაციაში ჩართული მაშველები. 

დღის ამბები