02 მაისი 2024,   23:58
ვრცლად
ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს ჩაიზე ეპატიჟება, ივანიშვილთან კი მჭიდრო ურთიერთობაზე საუბრობს

კინომსახიობთა თეატრის ჯერ კიდევ მოქმედმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ, კულტურის მინისტრს დაზავება და კონფლიქტის დასრულების ნიშნად ჩაის დალევა შესთავაზა. 

ქეთი დოლიძეს დღეს კულტურის მინისტრი რეპრესიებში საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებია, არადა ერთი კვირის წინ ის სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე საჯაროდ სვამდა კითხვას, იყო თუ არა ქვეყნაში რეპრესიების 1937 წელი. დოლიძე დღეს მიხეილ გიორგაძეს დაჰპირდა, რომ წყენას დავიწყებდა, თუ ის თანამდებობას შეინარჩუნებდა.

თუმანიშვილის თეატრის მთავარ დარბაზში დღეს 44 მსახიობიდან ისინი შეიკრიბნენ, ვინც ქეთი დოლიძეს მხარს უჭერენ. ნინელი ჭანკვეტაძე კი, რომელსაც რეჟისორთან მრავალწლიანი ნაცნობობა აკავშირებდა, ქეთი დოლიძის გვერდით არ იდგა.

თეატრის მსახიობების ნაწილმა, დოლიძის ნაცვლად, ახლი მმართველის, გიორგი სიხარულიძის, დანიშნვას დაუჭირა მხარი.

თუმანიშვილის თეატრში მისული ქეთი დოლიძე დღეს ბიძინა ივანიშვილთან მისი მჭიდრო ურთიერთობების შესახებ ყვებოდა. იხსენებდა, ჯერ კიდევ პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს, როგორ გამოისყიდა ბანკში იპოთეკით დატვირთული დოლიძის ბინა და, რომ საბანკო ვალდებულება მას იძულებით დაუფარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები