02 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
ოპოზიციის მიერ უმრავლესობისთვის მესამედ წარდგენილი მოთხოვნები - აზრთა სხვადასხვაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ოპოზიციამ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები წარუდგინა, თუმცა, პრინციპული საკითხები ჩამონათვალი არ შეცვლილა: პროპორციული სისტემა 2020 წლიდან, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, საარჩევნო ბარიერის დაწევა და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება.

მოძრაობა დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი პარტიები ვენეციის კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდებას გეგმავდა, თუმცა, უმრავლესობის პასუხამდე ამისგან თავი შეიკავა.

ოპოზიციაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკების წარმოების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არის. ნაწილი მკვეთრი პოზიციის დასახელებას არჩევს, ხოლო ახალი მემარჯვენეების ლიდერი, მამუკა კაციტაძე, მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის პასუხის შინაარსის მიუხედავად ოპოზიცია სტრასბურგში უნდა გაემგზავროს და ერთიანი პოზიცია დააფიქსიროს.

ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნების მესამედ წარდგენის მიუხედავად, უმრავლესობა დიალოგის რესურსსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ქართული ოცნება ოპონენტებს ულტიმატუმების გამო საყვედურობს და მოლაპარაკების ჩაშლაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის გეგმებზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი იმსჯელებს. საკოორდინაციო საბჭო მამუკა კაციტაძის ხელმძღვანელობით შეიკრიბება და ვენეციის კომისიისთვის საგანგებო მიმართვას შეიმუშავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები