02 მაისი 2024,   23:32
ვრცლად
აკრძალული გარემოვაჭრეობა ბოდბის მონასტერთან - მოსახლეობა შემოსავლის გარეშე რჩება

ბოდბის მონასტერთან ადგილობრივები სუვენირებს ვეღარ გაყიდიან. ამის შესახებ გარემოვაჭრეები პოლიციამ უკვე გააფრთხილა.

მონასტერთან გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება სიღნაღის საკრებულომ მიიღო.

ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ საქმით თავს წლების განმავლობაში ირჩენდნენ, აცხადებენ, რომ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან.

სიღნაღის საკრებულოში ადასტურებენ, რომ ქალებს მონასტერთან სუვენირებით ვაჭრობა აუკრძალეს, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ეს საკუთარი ინიციატივით არ გაუკეთებიათ.  მათი თქმით, ამ თხოვნით საკრებულოს მონასტრის წინამძღვარმა მიმართა.

თავად წინამძღვარი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, მის მაგივრად საუბრობს დედა თეოდორა. მისი თქმით, გარევაჭრობა მონასტერთან ანტისანიტარიას იწვევს.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბოდბის მონასტრის გალავნიდან 200-ის მეტრის რადიუსში სუვენირების გაყიდვები აიკრძალა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები