02 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
ევროსასამართლოსთვის მთავრობამ ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი შეარჩია

ევროსასამართლოსთვის მთავრობამ წარდგენილი 4 კანდიდატიდან ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი შეარჩია. ლალი ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, ოთარ სიჭინავა კი საკონსტიტუციოს ყოფილი და სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 2 კანდიდატის შესარჩევად მთავრობას 4-კაციანი სია, რომელშიც შედიოდნენ მოსამართლეები ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი, რამდენიმე დღის წინ გადაეგზავნა.

შესარჩევ ეტაპზე ყველაზე მაღალი ქულა მოსამართლეებს, ლალი ფაფიაშვილს და თამარ ალანიას, ჰქონდათ.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოდან წარდგენილი 3 კანდიდატიდან 2 წინა ჯერზე დაიწუნა. ეს ხელისუფლების მესამე მცდელობა იქნება, წარადგინოს ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.

ამ კანდიდატებს მთავრობა ევროსასამართლოს ხვალ, 31 აგვისტოს, წარუდგენს.

დღის ამბები