04 მაისი 2024,   18:25
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცა. პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატს ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. ცნობილია რომ ახალ შემადგენლობაში იქნებიან ახალი სახეებიც.

“სია ზომიერად განახლებული იქნება. დღეს მაჟორიტარების საკითხი განვიხილეთ მხოლოდ და სწორედ მაჟორიტარების წარდგენა მოხდება პრემიერ-მინისტრის მიერ“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, შემადგენლობაში იქნება რამდენიმე მოქმედი დეპუტატიც.

“გუნდში იქნება განახლება, საკრებულო იქნება განახლებული შემადგენლობით,  იქნება რამდენიმე დეპუტატიც მოქმედიც მათ შორის და საერთო ჯამში იქნება პროგრესული საზოგადოება წარმოდგენილი, რომელიც კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები