26 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ხანძარი თუშეთში - აღმოსავლეთი კერა კვლავ აქტიურია

თუშეთში ტყის ნაწილში ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ აქტიურია აღმოსავლეთი კერა, სადაც ამ დრომდე ვერტმფრენი და ცოცხალი ძალა მუშაობს.

თუშეთის გამგეობაში განმარტავენ, რომ ხანძრის დასახლებულ პუნქტებთან მიახლოების საშიშროება არ არსებობს.

ამ დროისთვის ნაკლებად პრობლემური ტერიტორია მაშველებმა უკვე დატოვეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხვალიდან განაახლებენ.

რთული რელიეფისა და ქარის გამო დამწვარია ტყის 10 ჰექტარზე მეტი.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები