26 აპრილი 2024,   14:28
ვრცლად
სოციალური დახმარების პროგრამის ხარვეზები - უდუმაშვილი ბარბაქაძეების ოჯახის ბინით უზრუნველყოფას ითხოვს

სოციალურად დაუცველი ბარბაქაძეების ოჯახის ბინით უზრუნველყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის გამგეობის შენობაში დღეს პირადად მოითხოვა. ზაალ უდუმაშვილი დაინტერესდა, რატომ ამბობს უარს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სოციალურად შეჭირვებული ოჯახის დაფინანსებაზე.

ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენლის განცხადებით, გამგეობა იცნობს ბარბაქაძეების ოჯახის პრობლემას, თუმცა არ იცნობს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ნაძალადევის გამგეობას ბიუჯეტში ბარბაქაძეების ოჯახისთვის ქირის გადასახდელი თანხა არ აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ნაძალადევის გამგებელთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა. გამგეობაში ამტკიცებენ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ბინის ქირის გადახდა უკვე შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა უარი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობაში ფართის დაკანონების პერსპექტივის გამო თქვა.

გამგეობაში ამტკიცებენ, რომ ფული არ აქვთ. ოპოზიცია კი თბილისის მერიასა და გამგეობებში არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.

გამგეობაში დღეს არ დაუკონკრეტებიათ, როდიდან გადაუხდიან ბარბაქაძეებს ბინის ქირას. სოციალურად დაუცველმა ოჯახმა დღეს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღო.

დღის ამბები