10 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი - მედია საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის მოლოდინშია

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. უჩა ნანუაშვილის ბრიფინგი 15:00 საათზე ჩაინიშნა.

სახალხო დამცველი, ისევე როგორც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები, ე.წ. ციანიდის საქმის განხილვას აკვირდებოდნენ. უჩა ნანუაშვილმა ორი დღის წინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა.

ომბუდსმენი დარღვევების გათვალისწინებით, დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამამართლებელ განაჩენსაც ელოდა.

ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური კომენტარი საქართველოს საპატრიარქოში. საპატრიარქოში სასულიერო პირები განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთში მივიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს წარმომადგენელი მედიასთან რამდენიმე წუთში გავა.

დღის ამბები