26 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა - გადაწყვეტილებას უკრაინული მხარე უახლოეს საათებში მიიღებს

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე გადაწყვეტილებას, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, უახლოეს საათებში მიიღებს.

სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნა პაველ პეტრენკოს უწყებაში 1 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გაიგზავნა.

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სერგეი პეტუხოვი, დარწმუნებულია, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არ გახდება. 

საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და საქართველოსთვის გადმოცემას უკრაინას უკვე მესამედ სთხოვს. წინა ორ შემთხვევაში თბილისმა კიევისაგან უარი მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ექსტრადირების შესახებ ახალი მოთხოვნის გაგზავნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და თვლის, რომ მესამე პრეზიდენტის მიმართ ღია პოლიტიკურ დევნა ხორციელდება.

მთავარი პროკურატურის მესამე მცდელობა დროში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ემთხვევა. თუმცა, ამის გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გეგმებს არ ცვლის. მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გეგმავს.

უკრაინელი დეპუტატები დღეს რადას სხდომაზე იმ სამართლებრივ ასპექტებს განმარტავდნენ, რომლის თანახმადაც, პოროშენკოს არ აქვს უფლება, უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები