26 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
დავით უსუფაშვილმა ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჩუღურეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა და მოძრაობის მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საარჩევნო პროგრამასა და ქალაქის შენების პოლიტიკაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხებოდა თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემის დანერგვასაც, რაც ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას გულისხმობს.

„ჩვენი დევიზია, რაც კარგია ვუვლით. არ გვაინტერესებს გვარები და სახელები იმ ადამიანების, ვინც კარგი გააკეთა, ჩვენ კარგს უნდა მოვუაროთ, ჩვენ არ გვაინტერესებს გვარები და სახელები იმ ადამიანების, ვინც ცუდი გააკეთა. რაც ცუდია, ის უნდა შევცვალოთ. ჩვენ უამრავი რამ გვაკლია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები