02 მაისი 2024,   00:03
ვრცლად
თავდასხმა რუსეთის მოქალაქეზე - აქვს თუ არა აზარტულ თამაშებთან კავშირი ხაირულინს, უცნობია

თითქმის 8 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში რუსეთის მოქალაქე ანდრეი ხაირულინი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ. გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთნ საუბარი არ ისურვა და ტერიტორია უკომენტაროდ, პოლიციის თანხლებით დატოვა.

შსს სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე პირების დასაკავებლად და დეტალების დასადგენად აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეი ხაირულინი ცოლთან ერთად საქართველოში თვენახევრის წინ ჩამოვიდა. ის ალექსიძის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდა. რას საქმინობდა ამ დროის განმავლობაში, უცნობია.

სოციალურ ქსელში მისი სახელით ატვირთულია რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იღებენ აზარტული თამაშების მონაწილეები მოგებულ თანხას. აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ მასალის ინტერნეტში განთავსებასთან ან აზარტულ თამაშებთან რუსეთის მოქალაქეს და მასზე მომხდარ თავდასხმას, უცნობია.

დღის ამბები