26 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
შორენა თეთრუაშვილმა საპატრიარქოში მკითხავი მიიყვანა - სოსო ოხანაშვილის სასამართლო ჩვენება

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, სასამართლო სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილს მკითხავი მიჰყავდა ხოლმე საპატრიარქოში.

„დავინახე, რომ შორენა მუხლებზე დგას მცენარეებთან და რაღაცას აკეთებს. მე დავუძახე მას, რა ხდება მეთქი, ხომ მშვიდობაა და ის ადგა, შემოტრიალდა და დამიძახა, რომ ჩამიშალეო. რა ჩაგიშალე, ვერ გავიგე-მეთქი და მერე ამოვიდა და მითხრა, რომ მე რაღაც ვიწვალებ ბევრს, ვიხსენებდიო... მე ვუთხარი, რომ წერია ეს სახარებაში, არ შეიძლება, არამართლმადიდებლურია მეთქი. ნუ, ახლა, ხო არ დავიწყებდი კამათს. ანუ ის ძალიან ხშირად ყვებოდა ხოლმე ეშმაკების დაჭერის ამბავს. თქვენც, ალბათ, გაგებული გაქვთ სხვა დაკითხული პიროვნებებისგან... მინდა. მოგახსენოთ კიდევ საპატრიარქოში მკითხავის მიყვანის შესახებ. ეს მოხდა ჩემი წამოსვლიდან ერთ კვირაში,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი. 

მან ასევე აღნიშნა, რომ შორენა თეთრუაშვილს უნოდა, გერმანიიდან ოპერაციის შემდეგ პატრიარქის ნაღვლის საქართველოში წამოღება.

დღის ამბები