26 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" ხარაგაულში მერობის კანდიდატად ჯაბა მაღლაკელიძე დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" ხარაგაულში მერობის კანდიდატი დაასახელა. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს, ჯაბა მაღლაკელიძე წარუდგინა.

ამომრჩევლთან შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა რეგიონში არსებულ სოციალურ, ინფრასტრუტურულ და სოფლამდე მისასვლელი გზების პრობლემებზე ისაუბრა.

დავით ბაქრაძემ ამომრჩეველს პარტიის წინა საარჩევნო გეგმაც გააცნო. "ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები. ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. პარტიის წევრების განცხადებით, ხობში პენსია 25 ლარით მოიმატებს. 

დღის ამბები