26 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
მოდის ფოტოგრაფია - ფოტოფესტივალი დამთვალიერებელს ახალი შთაბეჭდილებებისთვის იწვევს

ფოტოხელოვნების მოყვარულები ფოტოფესტივალზე იკრიბებიან. მერვე სეზონის მთავარ თემატიკად ორგანიზატორებმა წელს მოდის ფოტოგრაფია შეარჩიეს, საგამოფენო სივრცეები კი მსოფლიოში აღიარებული მოდის ფოტოგრაფების ნამუშევრებს დაუთმეს.

ფოტოფესტივალის სტუმარი ჰოლანდიელი მოდის ფოტოგრაფი, ვივიან სასენი, ცნობილი ფოტოების დიდ სერიას დამთვალიერებელს პირადად წარუდგენს.

350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა, არაორდინალური ჩვენება და ფოტოგრაფიის ღამე - თბილისი ფოტო ფესტივალი ხვალიდან 20 სექტემბრის ჩათვლით დამთვალიერებელს ახალი შთაბეჭდილებებისთვის იწვევს.

კერძო კოლექციებში დაცული ფოტოარქივი, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებული უჩვეულო კადრები თბილისში პირველად გამოიფინება.

დღის ამბები