26 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
სააკაშვილი პოლიტიკური წარსულია, ჩვენ წინ ვიყურებით - ვიქტორ დოლიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველში ექსტრადირებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდა.

მინისტრთა კაბინეტის წევრების თქმით, საქარველოს ყოფილი პრეზიდენტის გადმოცემის შესახებ მოთხოვნა ძალაში რჩება და ახლა გადაწყვეტილება უკრაინული მხარეს აქვს მისაღები.

„რასაც სააკაშვილის აკეთებს უკრაინაში, ზოგადად, კორექტული და სახელმწიფოზე მოფიქრალი პოლიტიკოსის ქმედებებს სცდება, მაგრამ იმის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. ეს უკრაინის შიდა საქმეა სამართლებრივად რა იქნება, როგორ იქნება,“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ გააკეთებს და ის აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკურად აქტუალური ფიგურა არ არის.

„კიდევ ერთხელ განვმეორდები, ნამდვილად, აღარ გახლავთ ის პოლიტიკურად აქტუალური საქართველოში და ამ ჭრილში, ბუნებრივია, ვერ განვიხილავთ მის საკითხს,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკური წარსულია“ ხოლო მმართველი გუნდი წინ იყურება.

ამავე თემაზე
დღის ამბები