26 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
საკონსტიტუციო რეფორმა - პრეზიდენტის სასახლეში დღეს დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ

საკონსტიტუციო რეფორმაზე დღეს პრეზიდენტის სასახლეში დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოპოზიციურ სპექტრს უკვე მეორე ხვდებიან. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ფორმატი ღიაა უმრავლესობისთვისაც.

„პრეზიდენტი იმ ინიციატივით გამდის, რომ ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას დაემატოს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები შეთანხმდებიან და თანხმდებიან გარდა მმართველი პოლიტიკური გუნდისა. ღიაა ეს შეხვედრა პოლიტიკური ძალებისთვის, მათ შორის დიდი სიამოვნებით ვეპატიჟებით უმრავლესობის წარმომადგენლებს,“-გიორგი აბაშიშვილმა.

მხარეები დღეს კონკრეტული მუხლების დეტალურ განხილვას გეგმავენ.

„ყველა გარდა  „ქართული ოცნებისა“ თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში რეალურად კონსენსუსის საფუძველზე შეიცვალოს კონსტიტუცია და ეს იყო გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ და არა პირიქით ნაბიჯი უკან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია.

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს.

„ჩვენ მესამე სესიაზე გავდივართ იმ რწმენით, რომ ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების გარანტი იქნება. რაც შეეხება ალტერნატივებს იცით, რომ ყველანაირი ალტერნატივა ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებული გაშუქება მოვლენების და პროცესების არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა,“-ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები