26 აპრილი 2024,   20:27
ვრცლად
კონსტიტუციის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, არის მაქსიმალურად დაბალანსებული - თეა წულუკიანი

„ნებისმიერი შესაძლებლობა ხელისუფლების უზურპაციის ახალი პროექტით არის შეუძლებელი,“ - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტს. უმრავლესობა მთავრი კანონის ახალი პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას საშემოდგომო სესიაზე, რამდენიმე დღეში გეგმავს.

„კონსტიტუციის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი და მისი მიღება უნდა დასრულდეს, არის მაქსიმალურად დაბალანსებული. ის აძლევს საქართველოს იმ საპარლამენტო მოდელს, რომლის შემოღებაც 2010 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად არ იქნა შესაძლებელი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ის მაჟორიტარული სისტემის მომხრეა. 

დღის ამბები