26 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
არალეგალური ტვირთი - ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ციხეში გადაიყვანეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობს. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის 11 წევრი, მათ შორის 3 ქართველი, 30 აგვისტოს დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი არალეგალური ტვირთით ნაოსნობას უკავშირდება. დაკავებული გემის კაპიტანი, ასევე საქართველოს მოქალაქეა.

დაკავებულები ლიბიის ციხეში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, მათ გემის კაპიტნის, გენადი კომახიძის ოჯახმა მიმართა და შეატყობინა რომ ეკიპაჟის წევრები 30 აგვისტოს დააკავეს.

საზღვაო სამსახური მოლაპარაკებებს ტანზანიის შესაბამის სამსახურთან აწარმოებს.  

„სააგენტოში შემოვიდა განცხადება მოქალაქისგან, სადაც ის იტყობინებოდა მათი ოჯახის წევრის, მეზღვაურის, გემის კაპიტნის დაკავებას ლიბიაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ლიბიის  ტერიტორიულ ზღვაში დააკავეს გემი, სახელწოდებით „რექსი,“ რომელზეც იმყოფებოდა ეკიპაჟის 11 წევრი და სამწუხაროდ სამი ქართველი მეზღვაური. გემი დააკავა ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ. ცხელ კვალზე დევნის პრინციპით და სავარაუდოდ საქმე ეხება არალეგალურ ნაოსნობას და არალეგალურ ტვირთს. ეკიპაჟის 11-ვე წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც ამჟამად გადაყვანილნი არიან ციხეში და მიმდინარეობს მოკვლევა,“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ.

საზღვაო დეპარტამენტის წარმომადგენლები უახლოესი საათების განმავლობაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდებიან. ოჯახი უწყებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები