26 აპრილი 2024,   19:41
ვრცლად
ვალერი გელბახიანი პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ვალერი გელბახიანი მთავარ პროკურორს მიმართავს. ადვოკატის მტკიცებით, ერთ-ერთი საქმის მოწმეებზე პროკურატურა ზეწოლას ახორციელებს, თავად მას კი დაჭერით ემუქრებიან.

საქმეში ბრალდებული ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობის ედავება.

ვალერი გელბახიანი მოითხოვს, რომ ფაქტზე დროული გამოძიება დაიწყოს.

„ძველი მეთოდებით ხორციელდება ძალადობა და ზეწოლა მართლმსაჯულებაზე და პროცესის განხორციელებაზე. მე ვმონაწილეობ თელავში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, მიმდინარეობს უკვე 4 თვეა სასამართლო სხდომა, დასტურდება, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია ეს დანაშაული და პროკურატურამ რომ გამოსავალი მოძებნოს იწყებს მოწმეებზე ზეწოლას. ეძახის მოწმეებს წინასწარ ვიდრე სასამართლო სხდომაა, აშინებთ და ემუქრებათ. მივმართავ მთავარ პროკურორ ბატონ შოთაძეს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება,“-განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

დღის ამბები