26 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ბათუმში, ფიზიკურ პირზე ყალბი ფულის, 3 000 აშშ დოლარის გასაღება მოახდინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

დღის ამბები