26 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
ოდესაში, ბანაკში ხანძრის მიზეზი შესაძლოა, ტელეფონის დაზიანებული დამტენი ყოფილიყო

ოდესაში, საბავშვო ბანაკში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, მობილური ტელეფონის დაზიანებული დამტენი ყოფილიყო. გამოძიება ვარაუდობს, რომ ცეცხლის გავრცელებას ხელი ადვილად აალებადი მასალებისგან დამზადებულმა საკონცერტო კოსტიუმებმაც შეუწყო, რომელიც იმ დროს შენობაში ინახებოდა.

ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა, ერთ გოგონას კი ამ დრომდე ეძებენ. სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრის გაჩენის დროს ორსართულიან ხის კორპუსში 42 ბავშვი იმყოფებოდა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ოდესის ოლქში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები