26 აპრილი 2024,   20:39
ვრცლად
თუშეთის ტყეში ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია

თუშეთში, ხახაბოს ტყის ხანძრის დიდი ნაწილი უკვე ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ცეცხლის დიდი ნაწილი ამ დროისთვის ჩამქრალია, აქტიური კერები ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების არანაირი საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა გარკვეულ კერებს ცეცხლი ისევ უკიდია. 

ხახაბოს ტყეში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციებში საჰაერო ძალები ჩართული არ არის. 

თუშეთის ტყეში დაახლოებით 2 კვირაზე მეტია ხანძარი სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები