26 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
კონსტიტუციის დამრღვევი კანონმდებლები - 9-დან 7 "ქართული ოცნების" დეპუტატია

კანონმდებლები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატი კანონშემოქმედებით საქმიანობაზე უფრო აქტიურად ბიზნესსა და ტენდერებში მონაწილეობს. ასეთ სტანდარტს კი, კონსტიტუციის 53 მუხლი კრძალავს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შესაძლოა საკითხი პლენარულ სხდომაზეც განიხილონ და თუ დადასტურდება, რომ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, კანონმდებლობის თანახმად, მას უფლებამოსილება შესაძლოა, ვადამდე შეუწყდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, კანონდარმღვევი 9 დეპუტატიდან 7 „ქართული ოცნების" წევრია, ერთი - „ევროპული საქართველოდან" და ერთი - „პატრიოტთა ალიანსიდან":

1. ედიშერ თოლორაია - „ქართული ოცნება", 2. დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნება", 3. იოსებ მაკრახიძე - „ქართული ოცნება", 4. მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნება“, 5. მარიამ ჯაში - „ქართული ოცნება", 6. დავით ჭიჭინაძე - „ქართული ოცნება", 7. დიმიტრი ხუნდაძე - „ქართული ოცნება", 8. მამუკა ჩიქოვანი -„ევროპული საქართველო", 9. გიორგი ლომია - „პატრიოტთა ალიანსი". 

კვლევის მიხედვით, 30-მა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაციაც არასწორად შეავსო.

„საქართველოს პარლამენტის წევრები დეკლარაციებს ზედმიწევნით არ ავსებენ და მათ ავიწყდებათ ან სპეციალურად არ შეაქვთ ის ინფორმაცია, რომელიც ეხება მათ ბიზნესინტერესებს. ისინი ზედმიწევნით არ ავსებენ ამ დეკლარაციებს იმიტომ, რომ იციან, რეაგირება არავის ექნება. იმიტომ ვსაუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან უნდა იყოს რეაგირება და ასევე საჯარო სამსახურის ბიურომაც კანონმდებლობით, მასზე დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულოს," - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები